მოქმედმა მანდატურებმა გადამზადების კურსი დისტანციური ფორმით გაიარეს.
ამისთვის სპეციალურად შეიქმნა ელექტრონული სატრენინგო პორტალი, რომელიც ღია იყო 1 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით. 6 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით, მანდატურებს ჩაუტარდებათ ტესტირება. დღეს პირველი ნაკადი წერს ტესტს. დავალების შესასრულებლად მანდატურებს საათნახევარი ეძლევათ.
პირველ ეტაპზე, დისტანციური სწავლების კურსი 350-მა მოქმედმა მანდატურმა გაიარა.