გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები სკოლებში

18:09, 08.12.2017

მანდატურები ზოგ საჯარო დაწესებულებაში მოსწავლეებს და მათ ჩანთებს მეტალოდეტექტორებით ამოწმებენ. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ პროცესი ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით მიმდინარეობს. ამასთან სკოლებთან გაძლიერებულია პოლიციის მხრიდან პატრულირება. კონტროლის დამატებითი ზომები უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც პატრულმა და მანდატურის სამსახურმა უფრო კოორდინირებულად უნდა იმუშაონ.

მსგავსი