შეხვედრა განათლების სამინისტროში

სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, საქართველოს პოლონელი ექსპერტები სტუმრობენ. შეხვედრა გაიმართა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებსა და მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელთან.

საუბარი შეეხო როგორც სკოლებში უსაფრთხოებისა და ფსიქოსოციალური კუთხით მუშაობის გაძლიერებას, ასევე ანტინარკოტიკული კამპანიისა და მასთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებს.