მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს დაემშვიდობა.
პრემიერ-მინისტრმა მათ პირადად გადაუხადა მადლობა უწყების ხელმძღვანელობის პერიოდში აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროში მუშაობს მაღალპროფესიონალთა გუნდი, რომელთა უშუალო მონაწილეობით, ბოლო წლებში განხორციელდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როგორც სტრუქტურული, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეფორმები და ინიციატივები.
ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში იწყება დინამიური, ინოვაციური და შედეგებზე ორიენტირებული რეფორმების ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ კვლავ აქტიური როლი შეასრულოს ამ რეფორმების განხორციელების პროცესში.