მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება

ნდობის მისაღებად მთავრობას დაახლოებით სამ კვირაში პარლამენტში მისვლა ისევ მოუწევს, თუმცა მცირე შემადგენლობით და, სავარაუდოდ, ახალი სახეებით.

ამ დრომდე ინტრიგად რჩება, ვინ მოხვდება 14-დან 11-მდე შემცირებულ მინისტრთა კაბინეტში.

კონსულტაციების დასრულებამდე და მომავალი გუნდის დაკომპლექტებამდე კი პრემიერობის კანდიდატმა პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობის პირობა დადო და ერთ-ერთ მთავარ მიზნად ჭარბვალიანობის, როგორც სიღარიბის მთავარი წყაროს, დაძლევა დაასახელა.

პრიორიტეტებშია განათლების სფეროში ინოვაციური პროექტები, ასევე მიმდინარე წლიდან პედაგოგების, მეხანძრეების და პოლიციელების ხელფასის მატება.

2019-20 წლებში 20-20 ლარით პენსიების ზრდაა დაანონსდა.

ახლა მთავარი კითხვაა, ვისთან ერთად მოუწევს მამუკა ბახტაძეს სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ზრუნვა.