მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, ის მოდულის შენობაში 5-ჯერ იმყოფებოდა და მისთვის გაუგებარია, თუ რა საკითხებზე დარჩა კითხვები საგამოძიებო უწყებას.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის სუს-ში შაბათს დაიბარეს, მას შემდეგ, რაც პირდაპირ ჩართვაში ემიგრანტებმა თემირლანის საქმის ევროპის მასშტაბით გავრცელება და ევროპელი დიპლომატებისთვის გაცნობა დააანონსეს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილი და ადვოკატი ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არიან დაკითხვაზე.
თემირლან მაჩალიკაშვილი საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი ორი თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საგამოძიებო უწყება 2017 წლის 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს. პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებულია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური ექსპერტიზები.
უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად. მაჩალიკაშვილების ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.