ხელისუფლებისგან ყურადღებასა და დახმარებას ითხოვენ წალკის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების მცხოვრებლები. ძირითად გამოწვევად საძოვრები სახელდება. მხარეში, სადაც სოფლის მეურნეობა შემოსავლის მთავარი წყაროა, ეს რესურსი უხვად არის, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ მასში იჯარის გადახდა უწევთ, რაც მძიმე ტვირთად აწვებათ. ზამთარში პრობლემურია გათბობა. სოფლებში არ არის ბუნებრივი აირი, რის გამოც გათბობისთვის შეშას იყენებენ. ტემპერატურა კი შეიძლება უარყოფით 20-25 გრადუსამდე დაეცეს. წალკაში აჭარიდან ჩასახლებული 2300-ზე მეტი ეკომიგრანტი ცხოვრობს, სახელმწიფო დახმარებით კი საცხოვრისი ამ ეტაპზე მხოლოდ 600-ს აქვს შეძენილი. ადგილობრივების პრეტენზიებს არასამართლიანს უწოდებს მუნიციპალიტეტის მერი.
კონკრეტულად რა გამოწვევებზე საუბრობენ ადგილობრივები და რატომ აქვს ზემოთ ხსენებული პოზიცია მუნიციპალიტეტის მერს, – ნახეთ რუსუდან ლოლაძის და ირაკლი ტელაურიძის რეპორტაჟში.