მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლდა

მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად განახლდა.

დღეიდან ქედას, შუახევსა და ხულოს სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი „ჯიპის“ ტიპის სასწრაფო დახმარების მანქანები მოემსახურებათ.

სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 „ჯიპის“ ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა გადასცა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დღეისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი სულ 232 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანითაა შევსებული.