პანდემიასთან ერთად, ევროპასა და თურქეთში ძლიერი სიცხესა და ტყის ხანძრებს ებრძვიან. საბერძნეთის დედაქალაქის შემოგარენში მასშტაბური ხანძრის გამო, მოსახლეობა ევაკუირებულია. ათენში კი ძლიერი დაკვალიანების გამო ხილვადობაა შემცირებულია. სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებით, კლინიკებს უკვე ათობით ადამიანმა მიმართა. ხანძარს ებრძვიან ალბანეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ესპანეთში, იტალიასა და თურქეთშიც. ბოდრუმის რაიონში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა. ხანძრების გაჩენის საფრთხის შესახებ მოსახლეობას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც აფრთხილებს.