ხანძარი კუნძულ როდოსზე

საბერძნეთის კუნძულ როდოსზე ტყის ხანძრის გამო, სტიქიის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე მდებარე სანაპიროებიდან, დაცვის ხომალდებითა და 30-ზე მეტი კერძო ნავით, 2000-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ევაკუირებულთა შორის არიან ტურისტები. ტყის ხანძარი კუნძულზე უკვე ხუთი დღეა მძვინვარებს, ცეცხლის ჩაქრობას კი ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძარმა ზღვისპირა სოფელ კიოტარიში სამი სასტუმრო დააზიანა.