მადუროს არაღიარებული ინაუგურაცია

ვენესუელა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა.

არაღიარებული პრეზიდენტის ინაუგურაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მწვავე რეაქციები და მთავრობის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღება მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადობას უერთდება საქართველოც.

არალეგიტიმურად გამოცხადებული არჩევნების მიუხედავად, ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო ფიცი 10 იანვარს დადო. ლათინური ამერიკის ქვეყნის ლიდერად ის 2018 წლის მაისში მეორე ვადით აირჩიეს, თუმცა არჩევნების შედეგებს მალევე გაემიჯნენ ჯერ ქვეყნის ოპოზიციონერი ლიდერები, შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციები და წამყვანი სახელმწიფოები.