მადრიდი-ტორონტოს რეისი, რომლის ბორტზეც 128 ადამიანი იმყოფებოდა, მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავს ძრავა დაუზიანდა. თვითმფრინავში არსებული საწვავის მინიმუმამდე დასაყვანად და დაშვებისას აფეთქების თავიდან ასარიდებლად, ხომალდი ხუთი საათის განმავლობაში მადრიდის თავზე დაფრინავდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.