რეგულარული რეისები ესპანეთის მიმართულებით

რეგულარული რეისები ესპანეთის მიმართულებით. ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით ფრენები ისევ განახლდება. დამატებით „ვიზეარი“ ვენისა და ბერლინის მიმართულებითაც ნიშნავს რეისებს. 16 დეკემბრიდან, პირველად, ქუთაისის ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრაც იქნება შესაძლებელი. საუბარია ქუთაისი-აბუ-დაბის რეისზე, რომელიც კვირაში ორჯერ შესრულდება. სამომავლო თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ,  „ვიზეარის“ კომუნიკაციების დირექტორთან ისაუბრა.