რეისი ისრაელში

ისრაელის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისს ასრულებს დღეს „ჯორჯიან ეარვეისი“. აღნიშნული რეისით თბილისიდან 17- მდე მგზავრი გაფრინდება, ხოლო უკან კომპანია  საქართველოს 166 მოქალაქეს დააბრუნებს ქვეყანაში. „ჯორჯიან ეარვეისის “ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, ფრენა იქნება უსაფრთხო. მისი თქმით, ისრაელის ბენგურიონის აეროპორტში განუცხადეს, რომ რეისს საფრთხე არ შეექმნება.