გადადებული ავიარეისები

15:14, 06.01.2022

ყაზახეთი-საქართველოს მიმართულებით ფრენები შეფერხებულია. ქუთაისიდან მგზავრები გაფრენას უკვე ხუთი საათია ელოდებიან. რეისი ქალაქ ატირაუდან უნდა შესრულებულიყო, თუმცა თვითმფრინავი ყაზახეთიდან ამ დრომდე არ გამოფრენილა, შესაბამისად, ვერ სრულდება ფრენა ვერც ქუთაისი-ატირაუს მიმართულებით. ფრენები სავარაუდოდ, ყაზახური მხარის მოთხოვნით არის შეჩერებული. მგზავრთა ნაწილმა აეროპორტი უკვე დატოვა.

მსგავსი