უბედური შემთხვევა ბორტზე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით წუხელ ფრენა ვერ შესრულდა. ბორტზე მგზავრის გარდაცვალების გამო, რეისი თავდაპირველად რამდენიმე საათით, შემდეგ კი გაურკვეველი დროით გადაიდო, რამაც მგზავრების გაღიზიანება გამოიწვია. აეროპორტში მყოფი მგზავრები ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ, რასაც კამათიც მოჰყვა, ადგილზე კი პოლიცია იყო მობილიზებული. მგზავრები რეისის დროულად შესრულებას ითხოვდნენ. როგორც დღეს აეროპორტში განმარტავენ, აღნიშნული რეისის მგზავრებმა ბილეთები სხვადასხვა რეისზე გადაცვალეს და ამ დროისთვის აეროპორტში აღარ იმყოფებიან.