ფრენების აღდგენის საკითხი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა.ვიზეარმა“ დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 181 მგზავრს მოემსახურა. მგზავრებს აეროპორტში ქუთაისის ახლადარჩეული მერი დახვდა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით, მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ავიაკომპანია „ვიზეარი“, ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით, საახალწლო პერიოდში, სამ რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება.