მაჟორიტარების სიის პრეზენტაცია

პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ორშაბათს დაასახელებს. დღეს მმართველი გუნდის მისამართით არაერთი კითხვა დაისვა იმის შესახებ, თუ ვინ იქნებიან საარჩევნო სიაში. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, სიის რომელი ნომერი იქნება, რაც შეეხება ვიცე-პრემიერის განცხადებას, მაია ცქიტიშვილის თქმით, პარტიაში მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ ვინ იქნება მაჟორიტარი ამა თუ იმ რეგიონში, ასევე პროპორციულ სიაში და ეს ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად წარედგინება. უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი კი აღნიშნავს, რომ სიაში იქნებიან ახალი საარჩევნო სახეები, ვისაც საზოგადოებაში კარგი რეიტინგი აქვს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 30 დეპუტატს მაჟორიტარული წესით აირჩევენ, 120-ს კი პროპორციული სისტემით.