შუალედური არჩევნები ქუთაისში

პრობლემების გარეშე მიმდინარეობს არჩევნები ქუთაისშიც, სადაც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი კანდიდატი, მიხეილ გიორგაძე „ქართული ოცნებიდან“. პირველ მაჟორიტარულ ოლქში სულ 12 საარჩევნო უბანია. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს. ამ დროისთვის 4500-მდე ამომრჩეველმა ხმა უკვე მისცა.

მიმდინარე პროცესს 12 ქვეყნის 30-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. თერჯოლის 49-ე საარჩევნო ოლქში კი მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები იმართება. 29 საარჩევნო უბნიდან 23-ში არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

ნატო ბერულავაა დეტალებით.