თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში განცხადება და პეტიცია შევიდა.
ავტორები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და პანკისის ხეობის ახალგაზრდა აქტივისტები არიან. ისინი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობასა და ხარვეზებზე მიუთითებენ.