აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„არა პოლიტიკურ ლოქდაუნს“ – ამ სახელწოდებით გამართა აქცია ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.  მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილებმა საკოორდინაციო საბჭოს 22 იანვრის გადაწყვეტილება  გააპროტესტეს. ორგანიზაციებმა პრემიერ-მინისტრის  სახელზე  პეტიცია შეიტანეს. მათი თქმით, პეტიცია ასაბუთებს ლოქდაუნის პოლიტიკურ ნაწილს და დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვს.

დატოვე კომენტარი