„არა პოლიტიკურ ლოქდაუნს“ – ამ სახელწოდებით გამართა აქცია ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ. მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილებმა საკოორდინაციო საბჭოს 22 იანვრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ორგანიზაციებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე პეტიცია შეიტანეს. მათი თქმით, პეტიცია ასაბუთებს ლოქდაუნის პოლიტიკურ ნაწილს და დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ გაუქმებას მოითხოვს.