თსუ-ში ახალგაზრდების ჯგუფი შევიდა

12:10, 20.11.2024

საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი უნივერსიტეტის შენობაში ამ დრომდე რჩება. მათ გვიან ღამით დაიკავეს 23-ე აუდიტორია. მოითხოვენ, რომ გადადგეს რექტორი ჯაბა სამუშია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ დაიშლებიან. სტუდენტების განმარტებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი ღია იყო და შენობაში შესვლაზე პრობლემა არ ჰქონიათ. დაცვის სამსახურის უფროსი კი განმარტავს, რომ ღამის სამ საათზე სტუდენტები შენობაში კარის საკეტის დაზიანების შემდეგ შევიდნენ.

მსგავსი