„m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა
კომპანია „m2 უძრავ ქონებასა“ და „ცენტრ-პოინტს“ შორის წინასწარი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, თუ ექვსი თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს და სამი წლის ვადაში დაასრულებს.
m2-ის ინფორმაციით, კომპანიის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია იქნება, რომელსაც „ცენტრ-პოინტი“ დაიქირავებს. სანაცვლოდ კი, „ცენტრ-პოინტი“ m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს.
დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობის საკითხი კვლავ „ცენტრ-პოინტის“ პრეროგატივად დარჩება.