„ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულმა მენაშენეებმა აქცია გამართეს

სამშენებლო კომპანია ცენტრ-პოინტისგან დაზარალებულმა მენაშენეებმა, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მიზეზი კი კვლავ შეჩერებული მშენებლობებია.

მენაშენეების ინფორმაციით, ისინი ბოლო რამდენიმე თვეა მშენებლობის გაგრძელებას და სავარაუდო შუამავალ სამშენებლო კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან.

მენაშენეების ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის იურისტები და მაია რჩეულიშვილის და გურამ რჩეულიშვილის ადვოკატები ბოლო რამდენიმე თვეა საუბრობენ, თუმცა, ამ დრომდე რეალური შეთავაზება არ ყოფილა.

სწორედ მშენებლობების გაგრძელება უნდა გახდეს ცენტრ-პოინტის დამფუძნებლებისათვის საპროცესო შეთანხმების მთავარი საფუძველი.