დაუსრულებელი მშენებლობები

დედაქალაქის მერია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალურ ფონდს ქმნის. მასში სხვადასხვა სერვისის მიღების სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები თანხას ჩარიცხავენ.

აღნიშნული წინადადება კახი კალაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო. როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განმარტა, იმ კომპანიებს, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი ან არაშენებული პროექტები გადაიბარონ, მერიის მიერ დაწესებული რეგულაციებიდან გამონაკლისის სახით გონივრულობის ფარგლებში მათთვის სასურველ სერვისებს მიიღებენ.

როგორც დეველოპერები აცხადებენ, მერიის შეთავაზება საინტერესოა, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ.