რამდენიმეთვიანი მოლაპარაკება დასრულებულია. ცენტრ-პოინტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებს კომპანია m2 იბარებს, თუმცა გარკვეული პირობებით.
სკანდალში გახვეული ცენტრ-პოინტი მის საკუთრებაში არსებულ ქონებას m2-ს გადასცემს. სანაცვლოდ, დეველოპერული კომპანია დაწყებულ, მაგრამ წლების განმავლობაში შეჩერებულ მშენებლობებს დაასრულებს.
ანტიკრიზისული გეგმის მიმართ დაზარალებულ მენაშენეებს მაინც კითხვები აქვთ.