„ცენტრ-პოინტის“ მშენებლობები, შესაძლოა, m2-მა დაასრულოს

კომპანია ცენტრ-პოინტის მშენებლობები, შესაძლოა, m2-მა დაასრულოს. მხარეებს შორის უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება.

ხელშეკრულების გაფორმებამდე ცენტრ-პოინტს გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს. m2-​ი მზად არის ვალდებულებები გადაიბაროს და კომპანიის ოთხი ათასამდე მენაშენე დააკმაყოფილოს.

საკითხზე განცხადებები დღეს როგორც m2-​ის​, ისე ცენტრ-პოინტის წარმომადგენლებმა გააკეთეს, თუმცა დაზარალებულ მენაშენეებს შეკითხვები ამ დრომდე აქვთ.