კომპანია ცენტრ-პოინტის მშენებლობები, შესაძლოა, m2-მა დაასრულოს. მხარეებს შორის უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება.
ხელშეკრულების გაფორმებამდე ცენტრ-პოინტს გარკვეული პირობების შესრულება მოუწევს. m2-ი მზად არის ვალდებულებები გადაიბაროს და კომპანიის ოთხი ათასამდე მენაშენე დააკმაყოფილოს.
საკითხზე განცხადებები დღეს როგორც m2-ის, ისე ცენტრ-პოინტის წარმომადგენლებმა გააკეთეს, თუმცა დაზარალებულ მენაშენეებს შეკითხვები ამ დრომდე აქვთ.