ლუკა სილაგაძე ევროპის ჩემპიონია

ლუკა სილაგაძე ევროპის ჩემპიონია. სალონიკში მიმდინარე 17 წლამდელთა ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 96 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა სპორტსმენმა სამივე ცდა წარმატებით დაასრულა და ატაცში 135, 139 და 143 კილოგრამი დაძლია. აკვრაში კი სილაგაძემ 165 და 169 კილოგრამებს გაართვა თავი. ორჭიდში მოგროვილი 312 კილოგრამით ის მორიგი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.