ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ოქროს მედლის მფლობელია

ანტალიაში მიმდინარე გრან-პრიზე მედლების კომპლექტი კაცებში 73 და 81, ხოლო ქალებში 63 და 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში გათამაშდა.

ქართველი ძიუდოისტებიდან ფინალურ ბლოკში მხოლოდ ლუკა მაისურაძემ იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში შესანიშნავი ილეთით, სუფთა გამარჯვებით იტალიელი სპორტსმენი კრისტიან პარლატი დაამარცხა.

ტურნირის დასკვნით დღეს ორთაბრძოლები რამდენიმე წონით კატეგორიაში გაიმართება.

დატოვე კომენტარი