ვასილ მაღლაფერიძე ოქროს მედლით დაჯილდოვდა

თსუ-ში, საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენის ფარგლებში, ვასილ მაღლაფერიძეს ოქროს მედალი გადაეცა.

ვასილ მაღლაფერიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით, საქართველოს პირველ არხზე შექმნილი პროექტებისთვის, „ჩვენი საქართველო“ და „საქართველო 360“ დაჯილდოვდა. საუნივერსიტეტო გამოცემების გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თსუ-ს პროფესორების, მეცნიერებისა და მკვლევარების მიერ საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული კრებულები, რომლებიც უახლეს კვლევებსა და აღმოჩენებს აერთიანებს.