დაჯილდოება ხელნაწერთა ინსტიტუტში

ცნობილ ქართველ მეცნიერს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების ხელმძღვანელს, აკადემიკოს ზაზა ალექსიძეს კულტურის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საერთაშორისო ასოციაციის „ფრანგული რენესანსის“ ოქროს მედალი მიენიჭა. ხოლო ღვაწლმოსილ თანამშრომლებს: ელენე მაჭავარიანს, ნარგიზა გოგუაძესა და ია გაჩეჩილაძეს გადაეცათ ცენტრის სახელობითი მედლები.