მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები სამშობლოში დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ გულშემატკივრები დახვდნენ. ყაზახეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ორი ოქროს მედალი ნუგზარ წურწუმიამ და ლაშა გობაძემ მოუტანეს. 130 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ ქაჯაია, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გუნდურ მესამე ადგილზე გავიდნენ.

დატოვე კომენტარი