ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს საგარეო უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს ბათუმში საგარეო უწყების წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრას აჭარის მთავრობისა და აჭარის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
დაკავებულების ოჯახის წევრებმა, პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღეს. უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საქართველოს დაკავებული მოქალაქეების უფლებების დაცვის პროცესში და სისტემატურ შეხვედრებს მართავს ოჯახის წევრებთან სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ქმედებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.