პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნაძალადევის ოლქში, ლია მუხაშავრია ოლქში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე საუბრობს. როგორც მუხაშავრია ამბობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დახურულ შეხვედრებს მართავს.
მისი თქმით, ყაველაშვილი პერსონალს კარდაკარ სიარულსა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას ავალდებულებს. პარტიის ლიდერის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ასევე სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ხანდაზმულებს, სოციალური დახმარების დანიშვნას სთავაზობს. ლია მუხაშავრია განათლების მინისტრს მოუწოდებს, საკითხით დაინტერესდეს.