გამოკითხვა შსს-ში

პარტია „ტრიბუნას“ წევრი, ლაშა არსენიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა.

ლაშა არსენიძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის ეთნიკური ნიშნით ადამიანებს უცენზურო სიტყვებით მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო წარმოება. მასალები გადაიგზავნა სასამართლოში, რომელმაც უნდა იმსჯელოს, თუ რა სახის სანქცია დაეკისრება ლაშა არსენიძეს. არსენიძე დღეს უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე. როგორც მან განაცხადა ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მომხდარს ეხმაურება პარტია „ტრიბუნა“. პოლიტიკური გაერთიანება ფაქტს „მიუღებელს“ უწოდებს და ემიჯნება ლაშა არსენიძის განცხადებებს.