ბულგარეთმა მიიღო კანონი რომელიც კრძალავს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს სკოლებში.
დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ევროპის საბჭოსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მოწოდებების მიუხედავად. კანონპროექტი ინიცირებული იყო რადიკალური პრორუსული პარტიის, „აღორძინების“ მიერ და მხარდაჭერილი იქნა GERB-ისა და ასევე პრორუსული მემარცხენე პარტიის, BSP-ის მიერ. ის პარლამენტმა ორი მოსმენით, დაჩქარებული წესით, ერთ დღეში მიიღო და ახლა, პრეზიდენტის თანხმობით, ძალაში შევიდა. ახალი კანონის თანახმად, ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ეხება „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას“, ჩაითვლება პროპაგანდად.