საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბულგარეთში

კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილების წინ ქართველი დეპუტატები საპარლამენტო დონეზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობენ. ხორვატიის შემდეგ ვიზიტი ბულგარეთში გრძელდება.

თბილისიდან ჩასული საპარლამენტო დელეგაცია ბულგარელ კოლეგებს ევროინტეგრაციის გზაზე გატარებულ რეფორმებს აცნობს. ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოში არსებული განწყობების და ოფიციალურად გაცხადებული პოზიციების ფონზე „ქართული ოცნების“ დეპუტაცია დარწმუნებულია, რომ დეკემბერში ბულგარეთი საქართველოს სასარგებლოდ მისცემს ხმას. შეხვედრების დღის წესრიგშია ბულგარეთთან, როგორც შავი ზღვის ქვეყანასთან, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაც.

„მოამბე“ ბულგარეთიდან, – ანა ბროლაძე იმყოფება სოფიაში.