წლების შემდეგ ლევილში დაცული უნიკალური მემკვიდრეობა საქართველოს გადმოეცა.
ემიგრირებული მთავრობის წევრების უნიკალური ფოტო-მასალა, ქართველი ემიგრანტების ჩანაწერები და ნასყიდობის ისტორიული აქტი, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის შვიდი წევრი აწერს ხელს. საარქივო მასალები უკვე ეროვნულ არქივში დაიდებს ბინას. მასალები საფრანგეთიდან ერთ-ერთი ემიგრანტის მემკვიდრემ ჩამოიტანა.