საქართველოს რადიო 99 წლისაა

თითქმის საუკუნოვანი ისტორია და უნიკალური მემკვიდრეობა – საქართველოს რადიო იუბილარია.

ამიერკავკასიაში პირველი რადიო-მაუწყებლობის დაწყებიდან 99 წელი გავიდა. საინტერესო გადაცემები, უძველესი ჩანაწერები ცნობილი ადამიანების ხმებით, ხმოვანი მემატიანეს „ოქროს ფონდის“ საარქივო მასალები და დიდი ტრადიციების მქონე რადიო-თეატრი – პირველი ქართული რადიო მუდმივად სიახლეზეა ორიენტირებული, რაც მის მრავალფეროვან პროგრამაშიც აისახება.

„ოქროს ფონდში“ მილიონობით ჩანაწი ინახება, მათ შორის უძველესი ხალხური სიმღერები, პირველი სიტყვა კი რომელიც გრამაფონზე ჩაწერეს, აკაკი წერეთლის ხმაა. საქართველოს რადიო დღეს ერთადერთი რადიო ტალღაა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს, ბადეში კი სხვადასხვა სახის 20-ზე მეტი გადაცემაა.