მიხეილ თარხნიშვილის საარქივო მასალები

ხელოვნების სასახლის კოლექცია უნიკალური მასალებით შეივსო.

საუბარია უცხოეთში მოღვაწე ქართველი თეოლოგის და კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირის, მიხეილ თარხნიშვილის საარქივო მასალებზე, რომლებსაც წლების განმავლობაში ეძებდნენ. მათ შორისაა ქვეყნის უახლესი ისტორიის ამსახველი დოკუმენტები და ფოტოები, რომლებიც საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო. ახლა მათი შესწავლის და კვლევის პროცესი იწყება.

მიხეილ თარხნიშვილის სახელს უკავშირდება უძველესი ქართული ხელნაწერების კვლევა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ საარქივო მასალების დამუშავების პროცესში, უცხოეთში მოღვაწე ქართველი თეოლოგის ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები გახდეს ცნობილი.

დატოვე კომენტარი