სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია

უზნაძის ქუჩის 2 ნომერში, აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლისა და მხატვარ სოსო წერეთლის მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.

ცნობილი აღმოსავლეთმცოდნის, აკადემიკოს კოტე წერეთლის უნიკალური ბიბლიოთეკის გამოყენებით, აქ  მნიშვნელოვანი სამეცნიერო კერა ჩნდება. „თვითმფრინავის ტრაგედიის“ ერთ-ერთი მონაწილის, სოსო წერეთლის ნახატების და საარქივო მასალების გამოფენა კი, დამთვალიერებელს გასული საუკუნის 80-იანი წლების ერთ-ერთი უმძიმესი ტრაგედიის ახლებურად გააზრების საშუალებას მისცემს.

ახლად რეაბილიტირებულ სახლ-მუზეუმს თათია კუჭუხიძე სტუმრობდა.