სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებული აუდიოჩანაწერების ავთენტურობას. ის ადასტურებს, რომ ყიფიანი ნამდვილად მუშაობდა „ომეგა ჯგუფში“ ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ამბობს, რომ იმ შინაარსის საუბარი, რაც აუდიოჩანაწერში ისმის, მას არ ჰქონია.
რაც ეხება შესაძლო ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ყიფიანის ადვოკატი ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სპორტის ყოფილი მინისტრი საგანგებო განცხადებას უახლოეს დღეებში თავად გააკეთებს.