ლევან იზორია: აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის
აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის.
აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მომავალ წელს უფრი ინტენსიური იქნება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, ლევან იზორიამ და იან კელიმ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამეს.
მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.