აგვისტოს ომი - 12 წელი

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით წერს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი. ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

„12 წელია, რაც რუსული ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე. შედეგად, ათასობით ქართველი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან განდევნეს, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი. რუსეთის აგრესიის წინაშე საქართველოს გვერდით დგომას განაგრძობს შეერთებული შტატები, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორის, რონ ჯონსონის „ტვიტერის“ გვერდზე ვკითხულობთ. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი კონფლიქტამდელ ხაზზე“, – წერს ჯონსონი. აგვისტოს ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი.  „საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 12 წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას განაგრძობს – წერს დიპლომატი.

დატოვე კომენტარი