ლექსო ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. მედიის წარმომადგენლები კოლეგას უკანასკნელ გზაზე აცილებენ. „ტვ პირველის“ ოპერატორის სახლთან დილიდან ხალხმრავლობაა. გამოსვენება იოსელიანის ქუჩიდან 15 საათზე დაიწყება. ლექსო ლაშქარავა ორი დღის წინ გარდაიცვალა. ის 5 ივნისს აქციაზე დაშავდა. ოპერატორს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ, მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი დღეს 18 საათზე ისევ განახლდება.
მოამბე