საქართველოში ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობენ პარტია „ლელოში“.
როგორც ფიქრია ჩიხრაძემ და ლევან კობერიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საკითხი აქტუალობას არ კარგავს, რადგან ქვეყანა ოკუპირებულია და ადგილზე აქტიურად მუშაობს რუსული ძალა. „ლელოს“ ლიდერების აზრით, იმისათვის რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საბოლოოდ დაემშვიდობოს საბჭოთა წარსულს, აუცილებელია ლუსტრაციის კანონის მიღება.