„ლელო საქართველოსთვის“ ბრიფინგი

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა, ლევან კობერიძემ და ვატო სურგულაძემ ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვერ უზრუნველყოფენ პროცესის მართვას სასწავლო წლის დროულ დაწყებასთან დაკავშირებით და მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოგროვების მცდელობით არიან დაკავებული. „ლელოს“ ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ აწარმოონ მათთან დიალოგი, რადგან მათ უკვე  შემუშავებული აქვთ კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტული გეგმა.