ცხოველთა უფლებების დაცვა

ცხოველთა უფლებების დაცვა

„ლელო საქართველოსთვის’“ ლიდერებმა მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცხოველების დაცვის საკუთარ ხედვაზე ისაუბრეს და 6-პუნქტიანი გეგმა წარმოადგინეს.  მათი თქმით, „ლელო“ იქნება პირველი პარტია, რომელსაც თავის პროგრამაში ექნება გაწერილი, თუ როგორ უნდა იზრუნონ მიუსაფარ ცხოველებზე. ისინი განმარტავენ, რომ ცხოველთა დაცვის მონიტორინგის სააგენტოს ფუნქციებს გააძლიერებენ. ასევე, გაძლიერდება მიმკედლებლების ინსტიტუტი, გადამზადდებიან ვეტერინარები, აიკრძალება რელოკაცია და არც ერთი მიუსაფარი ცხოველი ზრუნვის გარეშე არ დარჩება.